თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში იმყოფება მალტის უნივერსიტეტში.
შეხვედრები გაიმართა მალტის უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ ფრანკ ბეზინასთან, ასევე, ბიზნესისა და საწარმოების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ვინსენტ მარმარასთან და პროფესორ ანტონიეტა როსიელოსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე - მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. აგრეთვე, განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროცესის გააქტიურებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების საკითხები.
